ქართული | English | Русский
ოქტ
17
მედისონის სასწავლო ცენტრი
კომპანია მედისონის საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრი გთავაზობთ სამედიცინო პერსონალის გადამზადების კურსს. კურსი მიეკუთვნება თეორიულ სასწავლო პროცესს....
მარ
01
კონფერენცია საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე...
სამედიცინო ცენტრ "ჯანმრთელობაში" საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე იმსჯელეს....
დეკ
13
ჩვენი ცხელი ხაზი 2 47 06 06!
ჩვენს ცხელ ხაზზე დარეკვით გაქვთ საშუალება მიიღოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია და ჩაეწეროთ ოჯახის ექიმთან კონსულტაციაზე....
კითხვა
7 წლის გოგონას აწუხებს შეკრულობა .5-6დღე არგადის კუჩში,აქვს ასევე მცირე რაოდენობის განავლის უნებლიე გამოყოფა.გთხოვთ ამიხსნათ რისი ბრალია?და ვის
პასუხი
თარიღი: 09-08-2012
საშიშია თუ არა შიდა ქალის წნევა?
ავტორი: თიკა
პასუხი:
ქალასშიდა წნევის პათოლოგიურ მომატებას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. ჩვილ ასაკში ის შეიძლება თავის ტვინის განვითარების მანკს, სიმსივნეს, ქალას ძვლების ნაადრებ შეხორცებას (ყიფლიბანდის დროზე ადრე დახურვა) უკავშირდებოდეს. წნევამ შეიძლება მოიმატოს თავის ტვინის და მისი გარსების ანთებითი დაავადებების (მენინგიტის, ენცეფალიტის, მენინგოენცეფალიტის), ან ტრავმის შედეგად. ჩვილ ბავშვებს თავის ქალას ულტრაბგერით გამოკვლევას ნეიროსონასკოპიას უტარებენ, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს დიდი ყიფლიბანდის დახურვამდე. ქალასშიდა წნევის მომატებისას ჩვილებს აღენიშნებათ თავის გარშემოწერილობის სწრაფი ზრდა; თვალების გადმოკარკლვა; პერიოდულად ღებინება; ხშირი ამოქაფვა; დიდი ყიფლიბანდის ამობურცვა, დაჭიმვა, ნაკერების დახსნა; სიელმე; ხელ-ფეხის და ნიკაპის კანკალი, რომელიც უფრო შესამჩნევია ტირილის დროს. ჩვილებში ქალასშიდა წნევა შეიძლება განვითარდეს დედის გვიანი ტოქსიკოზის, ინფექციების, არახელსაყრელი ეკოლოგიურ პირობებში ყოფნის დროს, რის გამოც ნაყოფს ჟანგბადოვანი შიმშილი ეწყება. ფერხდება პატარას განვითარება და ტვინის ზოგიერთი სტრუქტურის მომწიფება. ასეთ დროს ბავშვის დაბადებისთანავე სასურველია მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს. ბავშვს ჩაუტარდება შესაბამისი თერაპია, რომელიც ტვინის სისხლის მიმოქცევას და კვებას გააუმჯობესებს. მედიკამენტებთან ერთად ჩვილებში კარგ შედეგს იძლევა სარელაქსაციო მასაჟი. პატივისცემით, პედიატრი: ლ.ნუცუბიძე



ყველა შეკითხვის ნახვა >>
video clip
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ხართ თუ არა დაზღვეული?
კი
არა
მთავარი | ცენტრის შესახებ | ექიმები | ფასები | კონტაქტი CopyRight © 2010 - 2011 Medical Center “Janmrteloba”, All Rights Reserved
Created By Rati Ratiani, PR Manager: Sopio Pirosmanishvili