კითხვა 
გამარჯობა, ვარ 3 თვის ორსული და გადავიტანე წითელა ბატონები. ეხოზე ვიყავი ჯერ საშიშროება არ ჩანს, თქვენ რას მირჩევთ?
პასუხი 
|
|
|
ოფთალმოლოგია
ოფთალმოლოგიის კაბინეტი აღჭურვილია შემდეგი აპარატებით: როტის აპარატი, ოფთალმოსკოპი კაბინეტის და პორტატულობის პირობებში პაციენტის გამოსაკვლევად; ნაპრალოვანი სანათი ანუ ბიომიკროსკოპი; პროექციული პერიმეტრი; მაკლაკოვის ტონომეტრი; სინაპტოფორი; მინათა სრული ნაკრები; რაბკინის პოლიქრომატული ცხრილები, რომელთა საშუალებითაც ხდება მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა, თვალის წინა მონაკვთების და თვალის ფსკერის სრული დათვალიერება - დიაგნოსტირება, თვალის წნევის გაზომვა, მხედველობის ველის გამოკვლევა, ამბლიობიის (ზარმაცი თვალი) და სიელმის მკურნალობა, ფერთა აღქმის და ბინოკელარული მხედველობის განსაზღვრა.
სათვალის შერჩევა ხდება "СANON"-ის ფირმის უახლესი ავტორეფრაქტომეტრით, რომელიც არის თვალის რეფრაქციის ობიექტური, კომპიუტერული სიზუსტით განსაზღვრისთვის განკუთვნილი ოპტიკური ხელსაწყო. რეფრაქტომეტრის საშუალებით შესაძლებელია რეფრაქციის ანომალიების შემთხვევაში შეირჩეს სათვალე და მოხდეს მხედველობის ზუსტი კორექცია.
კაბინეტში ასევე ხდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; კონიუქტივიტი, საცრემლე გზების პათოლოგია კერატიტი, ირიდოციკლიტი, კატარაქტა ბადურას პათოლოგია შაქრიანი დიაბტის და სხვა დაავადებების დროს, ნევრიტები, გლაუკომა, ხდება რქოვანის და კონიუქტივიტის უცხო სხეულების ამოღება.
|
|
|
|