ქართული | English | Русский
მარ
01
კონფერენცია საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე...
სამედიცინო ცენტრ "ჯანმრთელობაში" საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე იმსჯელეს....
დეკ
13
ჩვენი ცხელი ხაზი 2 47 06 06!
ჩვენს ცხელ ხაზზე დარეკვით გაქვთ საშუალება მიიღოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია და ჩაეწეროთ ოჯახის ექიმთან კონსულტაციაზე....
სექ
13
გაიხსნა ალერგოლოგიის კაბინეტი...
"სამედიცინო ცენტრი ჯანმრთელობა" გთავაზობთ ალერგოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებას და მკურნალობას......
კითხვა
გამარჯობა, ვარ 3 თვის ორსული და გადავიტანე წითელა ბატონები. ეხოზე ვიყავი ჯერ საშიშროება არ ჩანს, თქვენ რას მირჩევთ?
პასუხი

ქირურგია


     ბავშვთა ქირურგიული,  ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული კაბინეტი
    ბავშვთა ქირურგიულ კაბინეტში წარმოებს  პაციენტების მიღება და მკურნალობა  სხვადასხვა ქირურგიული პათოლოგიებით : ჭრილობა, დაჟეჟილობა, დამწვრობა, სხვადასხვა თიაქრები, „მწვავე“ მუცელი,  ფიმოზი, კრიპტორხიზმი, ჰიპოსპადია, "შლატერის" დაავადება. ასევე საჭიროების შემთხვევაში  კი მინი–ოპერაციები:
1. ყველა სახის ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება , გაკერვა, დრენირება;
2. დამწვრობის არეალის დამუშავება;
3. ყველა სახის ჩირქგროვების (ფლეგმონები, აბსცესები , ფურუნკულები , კარბუნკულები, ჩაზრდილი ფრჩხილი და ა.შ.) გახსნა – დრენირება.
4. გეგმიური მინი–ოპერაციები– ათერომების, ლიპომების, ფიბროლიპომების, კერატომების ამოკვეთა;
5. ფიმოზის გახსნა, ჭიპის თიაქრის ჩასწორება–ფიქსაცია, ენის მოკლე ლაგამის გახსნა და ა.შ.
6. მოტეხილობების რეპოზიცია, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ზოგად ნარკოზს მოითხოვენ, იმმობილიზაცია, მკურნალობა.
7. ორთოპედიული პათოლოგიების : (მენჯ–ბარძაყის სახსრის დისპლაზია, ამოვარდნილობა, ბრტყელტერფიანობა, ტერფმრუდობა, ტანადობის დარღვევა);
   სხვადასხვა დარღვევები: სქოლიოზი, კიფოზი და ა.შ. გამოვლენა და მკურნალობა.


 
  
მოზრდილთა ქირურგიული, ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული კაბინეტი

   მოზრდილთა კაბინეტში ხდება  ქირურგიული, ტრამვატოლოგიურ ,ორთოპედიული  პაციენტების ამბულატორული მიღება , დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
  ქირურგიულ კაბინეტში ხორციელდება ამბულატორულად შესაძლებელი ოპერაციები, ათერომების , მიომების  ამოკვეთა , ჩაზრდილი ფრჩხილის ოპერატიული მკურნალობა , ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავება, აბსცესების, ფლეგმონების, დერმოიდული  კისტების  პარაპროქტიტის,ფურუნკულების, კარბუნკულების, ჩირქგროვების გახსნა – დრენირება ,ტეტანუსის აქტიური იმუნიზაცია, ტრავმატოლოგიური ავადმყოფეების ამბულატორიული მიღება ,გამოკვლევა, მოტეხილობების  რეპოზიცია იმობილიზაცია.
ორთოპედიული ავადმყოფების ამბულატორული მიღება– ართრიტების მკურნალობა.


video clip
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
ხართ თუ არა დაზღვეული?
კი
არა
მთავარი | ცენტრის შესახებ | ექიმები | ფასები | კონტაქტი CopyRight © 2010 - 2011 Medical Center “Janmrteloba”, All Rights Reserved
Created By Rati Ratiani, PR Manager: Sopio Pirosmanishvili