ქართული | English | Русский
ოქტ
17
მედისონის სასწავლო ცენტრი
კომპანია მედისონის საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრი გთავაზობთ სამედიცინო პერსონალის გადამზადების კურსს. კურსი მიეკუთვნება თეორიულ სასწავლო პროცესს....
მარ
01
კონფერენცია საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე...
სამედიცინო ცენტრ "ჯანმრთელობაში" საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე იმსჯელეს....
დეკ
13
ჩვენი ცხელი ხაზი 2 47 06 06!
ჩვენს ცხელ ხაზზე დარეკვით გაქვთ საშუალება მიიღოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია და ჩაეწეროთ ოჯახის ექიმთან კონსულტაციაზე....
კითხვა
7 წლის გოგონას აწუხებს შეკრულობა .5-6დღე არგადის კუჩში,აქვს ასევე მცირე რაოდენობის განავლის უნებლიე გამოყოფა.გთხოვთ ამიხსნათ რისი ბრალია?და ვის
პასუხი
დასვით თქვენი შეკითხვა >>
* თქვენი სახელი და გვარი

* ელ.ფოსტის მისამართი

* შეკითხვა (მაქსიმიმ 400 სიმბოლო)


გვერდები: < წინა  6 7 8 9 10 11 12 13 14 15 შემდეგი >  
თარიღი: 20-03-2013
მყავს 4 თვის ბავშვი,2 თვეა მენსტრუაცია არ მომსვლია, ორსულად არ ვარ, რისი ბრალი შეიძლება იყოს. მშობიარობის შემდეგ 20 დღეში შემიწყდა, იანვარში 2 ჯერ მომივიდა, მის მერე აღარ მომსვლია
ავტორი: ნათია ნამგალაძე
პასუხი:
ეს არის ლაქტაციური ამენორეა და ფიზიოლოგიური მოვლენა.

თარიღი: 18-03-2013
გამარჯობათ,თუ შეგიძლიათ ზუსტად მითხრათ რისი კრემია პრესიდი დიდი მადლობა, ექიმა მითხრა სპერმა დიდი რაოდენობით გადმოგდის საშოდანო და ეს კრემი გიშველისო...
ავტორი: ნინო გვაზავა
პასუხი:
პრესიდი ქმნის ოპტიმალურ გარემოს სპერმის გადაადგილებისთვის. თუ სპერმა იღვრება ალბათ სპერმაგლუტინაციაა და საჭიროა სპერმოგრამა.

თარიღი: 18-03-2013
გამარჯობათ, ორი დღის წინ გავიკეთე მედიკამენტოზური აბორტი. მენსტრუაცია მომივიდა. დღეს ორსულობის ტესტმა დადებითი აჩვენა. შეიძლება ისევ ორსულად ვიყო?? :((( წინასწარ მადლობა
ავტორი: მარი
პასუხი:
ორსულობის ტესტი 10-14 დღე მაინც აჩვენებს.

თარიღი: 17-03-2013
უკაცრავად ძალიან კი მეუხერხულებაა ამგვარი შეკითხვის დასმა მაგრამ როგორ შევამჩნიე ბოლო რამდენიმე დღეა ჩემს შარდს სუნი შეეცვალა,უფრო მძაფრი და მეტად არასასიამოვნოო გახდა,რისი ბრალი შეიძლება იყოოს ეს ცვლილება,ციკლს ველოდები,შეიძლებაა ეს ორსულობის რაიმე ნიშანი იყოს?მაინტერსებს თუ ახასიათებს ეს დეტალი ორსულობას ან არადა რამ შეიძლება გამოიწვიოს?
ავტორი: ეკა
პასუხი:
საჭიროა აიღოთ შარდის ანალიზი და გაირკვევა.

თარიღი: 17-03-2013
ციკლს ველოდები 18 მარტს.11-12 მარტიდან ბაზალურმა ტემპერატურამ 37.1 ხან 37.2ს მიაღწია.თუ ორსულად დარჩი ბაზალური ტემპერატურაა ოვულაციის მერე ხოო მაღალი უნდა დარჩეს,მე კი ოვულაციის მერეე 36.8 მქონდაა ხან 36.7 და 11-12 მარტიდან გახდაა 37.2.ეს რას ნიშნავს?შეიძლება ორსულად ვიყო?თან დილაობით კუჭის თავი მტკივა ხოლმე და ეგ თუ ახასიათებს ორსულობას?ტესტი ადრე 15 მარტს გავიკეთე,უარყოფითი იყო.18 მარტს ველოდებ
ავტორი: მარი
პასუხი:
უმჯობესია ვინც დაგინიშნათ ბაზალური ტემპერატურის კონტროლი მასთან გაარკვიოთ. ჩვენთნ თანამედროვე მეთოდებით ხდება ოვულაციის და ორსულობის კონტროლი.

თარიღი: 07-03-2013
გამარჯობათ.ვარ 13 კვირის ორსული.გაკეთებული მაქვს ენზიმიმუნოფლუორესცენტული კვლევა (ELFA)ადამიანის სისხლის შრატში წითურას ვირუსის მიმართ IGG რაოდენობრივი განსაზღვრისათვის შედეგი: 139 ინტერპრეტაცია
ავტორი: ნათია
პასუხი:
მოგესალმებით. ადამიანის სისხლის შრატში წითურას ვირუსისი მიმართ IGG რაოდენობრივი განსაზღვრის რეფერალური ნორმა ჩვენთან არსებული ტესტებით არის 0-0.34. თქვენი მაჩვენებელი 139, ჩვენი ვარაუდით არის მექანიკური შეცდომა (აკლია მძიმე)

თარიღი: 06-03-2013
მაწუხებს ვენები. ფეხები მისივდება და მიჭირს სიარული რომელ სპეციალისტთან მივიდე კონსულტაციაზე?
ავტორი: ბარბაქაძე ეთერი
პასუხი:
მიმართეთ ექიმ-ანგიოლოგს, თუ სხვა არაფერი გაწუხებთ.

თარიღი: 06-03-2013
გავიკეთე ანალიზები ჰორმონების და ვირუსებისს,ძალიან გთხოვთ მითხრათ ნორმაშია თუ არა ყველაფერი.თავისუფალი თიროქსინი-10.TSH-2.17.პროლაქტინი-488.3.მალუტეინიზირებელი ჰორმონი-11.08.ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი-6.44.თავისუფალი ტესტოსტერონი-1.2.ჰერპესი-g-0.29.ჰერპესი-M-0.35.ციტომეგალო-M-0.28.ციტომეგალო-G-8.91ტოქსოპლაზმა-M-0.57.ტოქსოპლაზმა-G-3.4.ქლამიდია-M-0.36.ქლამიდია-G-1.05.ველოდები თქვენს პასუხს.
ავტორი: მაია
პასუხი:
ლაბორატორიული გამოკვლევების,შედეგების გვერდით, დაფიქსირებულია ამ ჩამონათვალთა საერთაშორისო ნორმაც და თუ ეს არ აღინიშნება, მიმართეთ სხვა ნორმალურ ლაბორატორიას.

თარიღი: 04-03-2013
გამარჯობათ მაინტერესებს აცრის ნემსი თუ გაქვთ ამჟამად?თვენახევრის უკან უწევდა ბავშვს აცრა მითხრეს დაგირეკავთო არ დაურეკიათ. მე დავრეკე და არა ჩვენ დაგიკავშირდებითო. ბავშვი უკვე ექვსი თვის გახდა და სამი თვის აცრა არ გაუკეთებიათ.
ავტორი: ნონა პაქსადზე
პასუხი:
გთხოვთ დაგვკავშირდეთ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერზე 2470606. გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდით.

თარიღი: 26-02-2013
ვარ 19 წლის, 1 წლის გათხოვილი, ორსულად ჯერ არ ვყოფილვარ,სულ გრიპი მაქვს, თითქმის თვე არ გასულა გრიპი არ მქონდეს, დავლევ წამლებს, მეორე ან მესამე თვეს ისევ ვცივდები, აქედან გამომდინარე იმუნიტეტი მაქვს დაბალი ალბათ და ძალიან გთხოვთ რამე მირჩიეთ ვის უნდა მივმართო, მეშინია უკვე, ორსულად რომ დავრჩე და გრიპმა ნაყოფზე იმოქმედოს.
ავტორი: გვანცა
პასუხი:
ჰერპესვირუსის, ციტომეგალოვირუსის, ტოქსოპლაზმოზზე; ქლამიდიაზე, ურაპლაზმაზე და მიკოპლაზმაზე, PAP-ნაცხის გამოკვლევა-პაპიმოლავირუსის გამორიცხვისათვის, ასევე მკურნალობა უნდა ჩაიტაროთ იმუნომოდულატორებით და მიმართოთ გინეკოლოგს ან თერაპევტს კონსულტაციისთვის.



video clip
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
ხართ თუ არა დაზღვეული?
კი
არა
მთავარი | ცენტრის შესახებ | ექიმები | ფასები | კონტაქტი CopyRight © 2010 - 2011 Medical Center “Janmrteloba”, All Rights Reserved
Created By Rati Ratiani