ქართული | English | Русский
ოქტ
17
მედისონის სასწავლო ცენტრი
კომპანია მედისონის საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრი გთავაზობთ სამედიცინო პერსონალის გადამზადების კურსს. კურსი მიეკუთვნება თეორიულ სასწავლო პროცესს....
მარ
01
კონფერენცია საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე...
სამედიცინო ცენტრ "ჯანმრთელობაში" საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე იმსჯელეს....
დეკ
13
ჩვენი ცხელი ხაზი 2 47 06 06!
ჩვენს ცხელ ხაზზე დარეკვით გაქვთ საშუალება მიიღოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია და ჩაეწეროთ ოჯახის ექიმთან კონსულტაციაზე....
კითხვა
7 წლის გოგონას აწუხებს შეკრულობა .5-6დღე არგადის კუჩში,აქვს ასევე მცირე რაოდენობის განავლის უნებლიე გამოყოფა.გთხოვთ ამიხსნათ რისი ბრალია?და ვის
პასუხი
დასვით თქვენი შეკითხვა >>
* თქვენი სახელი და გვარი

* ელ.ფოსტის მისამართი

* შეკითხვა (მაქსიმიმ 400 სიმბოლო)


გვერდები: < წინა  2 3 4 5 6 7 8 9 10 11 შემდეგი >  
თარიღი: 20-07-2013
გამარჯობა, ვარ 43 წლის ქალი. ბოლო დროს აღმენიშნება ჭარბი მენსტრუაცია, რომელიც არარეგულარულია..ტკივილები არ მაქვს, ცოტა ხმის წინ გავესინჯე ექიმს, არაფერი აღმომაჩნდა, თუმცაჰემოგლობინის დონე დაბალი მაქვს და ანემია მაწუხებს. რას მირჩევდით?
ავტორი: ბარბარე
პასუხი:
გირჩევთ მიმართოთ თერაპევტს ანემიის მკურნალობის თვასაზრისით, რაც შეეხება არარეგულარულ ჭარბ მენსტრუაციას უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.

თარიღი: 17-07-2013
გამარჯობა.მაწუხებს საკვერცხეების ტკივილი ვაპირებ წასვლას გინეკოლოგთან ვარ ქალიშვილი,ხომ ვერ მეტყვით როგორი სახით გამსინჯავს ექიმი.მომიწევს თუ არა გინეკოლოგიურ სავარძელზე დაჯდომა?წინასწარ მადლობა
ავტორი: ნიტა ცეცხლაძე
პასუხი:
როდესაც პაციენტი მიდის გინეკოლოგთან გასასინჯად მსგავსი ჩივილებით და თუკი იგი ამბობს რომ ქალიშვილია იგი ისინჯება რექტალურად თუ რა თქმა უნდა იგი წინააღმდეგი არ არის გასიჯვის, გასიჯვაზე უარის თქმის შემთხვევაში კეთდება ექოსკოპიური კვლევა და ექოსკოპიის დასკვნის საფუძველზე მოგეცემათ დანიშნულება.

თარიღი: 09-07-2013
გამარჯობა ორსულობის მე-18 კვირაზე ეხომ აჩვენა ნაყოფის ტვინში 5-6 მმ ცისტური ჩანართები, მაინტერესებს რამდენად სერიოზულია ბავშვის ჯამრთელობისთვის. ორსულობისას აღმომაჩნდა ჰერპეს და ციტომეგალო ვირუსი მომატებული შეიძლება ამის გამო იყოს? ორსულობისას არ მიავადმყოფია. ასევე ექიმმა მითხრა რომ 2-3 კვირაში გაიწოვსო. მაინტერესებს თქვენი აზრი რამდენად სერიოზულია? მადლობა წინა
ავტორი: ნინო სიდამონიძე
პასუხი:
მოგესალმებით ნინო თქვენს კითხვას პასუხობს გინეკოლოგი - ნათია ბიჭაშვილი: როდესაც ექოსკოპიურად დგინდება ნაყოფის თავის ტვინში ისეთი მცირე ზომის ცისტები, როგორიც არის თქვენს შემთხვევაში, როგორც წესი ასეთი ცისტები დროთა განმავლობაში უმეტეს შემთხვევებში იწოვება, თუმცა ეს არ გვაძლევს მშვიდათ ყოფნის უფლებას. აუცილებელია მოხდეს დინამიური ულტრაბგერითი კონტროლი და დაკვირვება რათა არ ხდებოდეს ამ ცისტების ზომაში მატება, ეს ბუნებრივია გამოიწვევს გართულებებს ნაყოფის მხრივ. რაც შეეხება ჰერპეს და ციტომეგალურ იფექციებს, თქვენ არ აკონკრეტებთ რა ფორმა გაქვთ მწვავე თუ ქრონიკული. მწვავე ფორმის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის ჩატარება ორსულობის დროს, ხოლო ქრონიკულის არსებობის დროს არ არის საჭირო მკურნალობა ჩატარდეს ორსულობის განმავლობაში.

თარიღი: 28-06-2013
მინდა ჩავეწერო მკერდის და საშვილოსნოს უფასო გამოკვლევაზე, რა არის ამისათვის საჭირო და შესაძლებელია თუ არა გამოკვლევა ჩამიტარდეს შაბათს. ცხელ ხაზზე ვრეკავდი მაგრამ ვერ დაგიკავშირდით და ამიტომაც მოგმართავთ წერილობით. წინასწარ გმადლობთ.
ავტორი: ნონა კვატიძე
პასუხი:
გთხოვთ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 220 35 35 ან დაუკავშირდეთ ემაილზე: info@gnsc.ge გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდით!

თარიღი: 23-06-2013
გამარჯობა, ბოლო მენსტრუაცია მქონდა 25 აპრილს საერთოდ მაქვს 28 დღიანი ციკლი, გადამიცცდა 2დღე. ტესტი გავიკეთე და აჩვენებს უარყოფით პასუხს, რამდენიმე დღეა მაწუხებს წელის ტკივილი, შესაძლებელია რომ ორსულად ვიყო და ტესტმა ჯერ არ აჩვენოს?
ავტორი: თამარ აგლაძე
პასუხი:
მენსტრულური ციკლის დაგვიანება 2 დღით თუკი გაქვთ ამ დროს ორსულობის ტესტი შეიძლება არ იყოს სანდო, ტესტმა შეიძლება უარყოფითი პასუხი გიჩვენოთ. გირჩევთ გაიკეთოთ ვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა და სისხლში ქორიონალური გონადოტროპინი. გინეკოლოგი: ნ.ბიჭაშვილი

თარიღი: 22-06-2013
ვსვავდი ნოშპას მენსტრუაციამდე 3 კვირით ადრე. მენსტრუაცია არ მომივიდა და არისთუ არა შესაძლებელი მას გამოეწვია? მადლობა
ავტორი: ნინა
პასუხი:
ნოშპა არ იწვევს მსგავს მოვლენებს. გინეკოლოგი: ნ.ბიჭაშვილი

თარიღი: 13-06-2013
თუ შეიძლება ამიხსნათ რას ნიშნავს პაპილომა ვირუსი რამდენად საშიშია? პოლკოსკოპია რომ გავიკეთე ამ ეტაპისთვის არაფერი მკურნალობა არ დამინიშნეს.
ავტორი: ინდირა შილაკაზე
პასუხი:
პაპილომა ვირუსს წამყვანი ადგილი უჭირავს ყელის სიმსივნეების ეტიოლოგიაში. თუ კოლპოსკოპიით დაზიანება გამოვლინდა- გააჩნია დაზიანების ხარისხს, თქვენს ასაკს და ცხოვრების წესს.

თარიღი: 12-06-2013
გამარჯობა, თუ შეიძლება მირჩიეთ, ჩუტყვავილა გადავიტანე პირველ ტრიმესტრში, ახლა უკვე 26 კვირის ვარ, აუცილებელია თუ არა 30 კვირამდე ბავშვის გული რომ გამოვიკვლიო ჯოენის კლინიკაში? თავის ტვინის სტრუკტურა და ყველაფერი წესრიგშია მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობ.თუ გამოჩნდა ეხოზე რომ გულზე რამე პრობლემა აქვს ახლა მაინც ხომ ვერ ეშველება?თუ არის რამე საშუალება გამოსწორების. სამმაგი ტესტის პასუხიც კარგი იყო.
ავტორი: ეკა
პასუხი:
სანერვიულო არაფერია, თუ პათოლოგია არ გამოვლინდა, ესეიგი ნაყოფი ნორმალურია. ყველა შემთხვევაში მუცლადყონის პერიოდში სერიოზული ჩარევა ვერ მოხერხდება.

თარიღი: 11-06-2013
წლინახევრის ბავშვს რა დოზით შეიძლება მივცეთ სტაფილოს წვენი?
ავტორი: თიკო
პასუხი:
სტაფილო A ვიტამინის ბუნებრივი წყაროა. ის შეიცავს სხვა ბოსტნეულზე გაცილებთ მეტ კაროტინს - პროვიტამინ ა-ს. ერთი ცალი საშუალო ზომის სტაფილო სავსებით საკმარისია ორგანიზმის დღიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. სტაფილოს აქვს მრავალი პატარ-პატარა საიდუმლო, რომელთა ცოდნა დედებისთვის აუცილებელია. ზედა ფენები გაცილებით მეტ კაროტინს შეიცავს, ვიდრე გული. სამაგიეროდ, გულში მეტია უჯრედისი. ამიტომ როცა სტაფილოს გაასუფთავებთ და გამდინარე ცივი წყლით გარეცხავთ, მთლიანად მიეცით პატარას, ნუ გაჭრით, გულს ნუ ამოუღებთ, გულიანად გახეხეთ. ორგანიზმი კაროტინს უკეთ აითვისებს, თუ სტაფილოს მივაყოლებთ 1ჩ.კ. არაჟანს ან კარაქიანი პურის ნაჭერს. სტაფილო ძალიან უხდება ნივთიერებათა ცვლას, მის ახალგამოწურულ წვენს კი გაცილებით სწრაფი ეფექტი აქვს კარგი იქნება, თუ ჩაუტარებთ ათდღიან კურსს, მერე კი სამი კვირით დაასვენებთ.წლინახევრის ბავშვს მიეცით 1 სადილის კოვზი ჭამამდე, დილა-საღამოს. პატივისცემით, პედიატრი: ნ.ხატიაშვილი

თარიღი: 08-06-2013
ციკლი მქონდა 21 აპრილს მერე მქონდა ტკივილები წელის და მუცლის მიდამოში მეორე ციკლამდე. ტესტი გავიკეთე 17 მაისს და მკრთალად გააწითლა მეორე ხაზი. და 18 მაისს მომივიდა მენსტრუაცია. მამანდე ამ პერიოდში ვსვავდი ნოშპას და მაინტერესებს,ხომ არ ვიყავი ორსულად და ხომ არ მომაცილა ნოშპამ ის ხომ აფართოებს გზებს.
ავტორი: ნინო
პასუხი:
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან სისხლიანი გამონადენი ზოგჯერ ორსულობის დროსაც არის. საც შეეხება ნო-შპას, ის ორსულობის შეწყვეტის მიზეზი არ გახდებოდა



video clip
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ხართ თუ არა დაზღვეული?
კი
არა
მთავარი | ცენტრის შესახებ | ექიმები | ფასები | კონტაქტი CopyRight © 2010 - 2011 Medical Center “Janmrteloba”, All Rights Reserved
Created By Rati Ratiani