ქართული | English | Русский
ოქტ
17
მედისონის სასწავლო ცენტრი
კომპანია მედისონის საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრი გთავაზობთ სამედიცინო პერსონალის გადამზადების კურსს. კურსი მიეკუთვნება თეორიულ სასწავლო პროცესს....
მარ
01
კონფერენცია საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე...
სამედიცინო ცენტრ "ჯანმრთელობაში" საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე იმსჯელეს....
დეკ
13
ჩვენი ცხელი ხაზი 2 47 06 06!
ჩვენს ცხელ ხაზზე დარეკვით გაქვთ საშუალება მიიღოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია და ჩაეწეროთ ოჯახის ექიმთან კონსულტაციაზე....
კითხვა
7 წლის გოგონას აწუხებს შეკრულობა .5-6დღე არგადის კუჩში,აქვს ასევე მცირე რაოდენობის განავლის უნებლიე გამოყოფა.გთხოვთ ამიხსნათ რისი ბრალია?და ვის
პასუხი
დასვით თქვენი შეკითხვა >>
* თქვენი სახელი და გვარი

* ელ.ფოსტის მისამართი

* შეკითხვა (მაქსიმიმ 400 სიმბოლო)


გვერდები: < წინა  8 9 10 11 12 13 14 15 16 17 შემდეგი >  
თარიღი: 29-01-2013
ნერვოზის დროს რა უნდა მივიღო?რომ გადავლახო ჩემი ავადმყოფობა?
ავტორი: ნინო ცარციცე
პასუხი:
ნევროზი ფართო მცნებაა და იძლევა ბევრ დაავადებასთან სიმულაციას, ამიტომ მიაკითხეთ ნევროპათოლოგს.

თარიღი: 29-01-2013
გთხოვთ მიპასუხოთ ღვიძლზე გავუკეთეთ ჩემს ოჯახის წევრს ექოსკოპია : II-III-VI-VII სეგმენტში ისახება მრავლობითი mts-ის ტიპის წარმონაქმნები.ასევე პარაკავალურად და პარააორტალურად ისახება რეაქტიულად შეცვლილი ლიმფური ჯირკვლები..გთხოვთ გამნიმარტოთ და არის თუ არა ეს საშიში.გმადლობთ
ავტორი: თეონა ფორჩხიძე
პასუხი:
ღვიძლში ანატომიური ცვლილებებისას, აუცილებელია კომპლექსური კვლევა: რადიოლოგიური ,მარკერებით , ღვიძლის ფუნქციების ბიოქიმიური კვლევა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და საერთოდ საშიშია თუ არა.

თარიღი: 28-01-2013
როგორც ვიცი ბაზალურ ტემპერატურას იზომავენ დილით,რატომღაც ღამე ძილის წინ გავიზომე და მქონდა 37 და 1,შემდეგ ეგრევე იღლიაში გავიზომე და მქონდა 36 და 5 ხაზი,თუ ეგ ჩვეულებრივ სხეულის ტემპერატურა იყო რატომ არ დაემთხვა ერთმანეთს?ოვულაციის პერიოდი მქონდა,მე-18 დღე ციკლიდან,მაგრამ მე ხომ საღამოს გავიზომე ბაზალური ტემპერატურა,ორსულობა ძალიან მინდა და შეიძლება ეგ იყოს მიზეზი?ღამე გავიზომე და ეგ მაბნევს.
ავტორი: ნატა
პასუხი:
ბაზალური ტემპერატურის გაზომვის დროს მიღებულ შედეგს მხოლოდ მაშინ აქვს დიაგნოსტიკური ღირებულება როდესაც ის არის გაზომილი დილის 7 დან 7:30 მდე,გაზომვა უნდა მოხდეს როგორც სწორ ნაწლავში ასევე იღლიის ფოსოში ერთდროულად და არ უნდა ადგეთ გაზომვამდე საწოლიდან, სხვა შემთხვევაში არანაირი ღირებულება მას არ გააჩნია. პატივისცემით, გინეკოლოგი: ნ.ბიჭაშვილი

თარიღი: 26-01-2013
გამარჯობათ. იქნებ მიპასუხოთ ფეხის ტერფზე და კოჭთან კაინზე გაჩნდა გამონაყარი შემდეგ გართულდა.ბაქტერიოფაგის ნაცხით ამოითესა ოქროსფერი სტაფილოკოკი და ნაწლავის ჩხირი თუ შეიძლება მითხარით რა შეიძლება გამოიწვიოს ამან და როგორია მკურნალობის პრინციპი? დეკომბის კრემი ზოგადად შეიძლება თუ არა? მადლობა წინასწარ
ავტორი: იზა
პასუხი:
გამონაყარი შეიძლება იყოს სოკოვანი დაავადება, რომელიც გართულდა მეორადი ინფექციით,რის შემდეგაც ამოითესა ოქროსფერი სტაფილოკოკი.ოქროსფერმა სტაფილოკოკმა შეიძლება გამოიწვიოს კანის დაჩირქება და დაავადების გავრცელებას სხვადასხვა ადგილზე. საჭიროა დერმატოლოგის კონსულტაცია და მკურნალობა.

თარიღი: 24-01-2013
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ ჰორმონების ან ვირუსების ანალიზების გაკეთება ნებისმიერ დროს შეიძლება?თუ არის გარკვეული დღეები როდესაც უნდა გავიკეთო?მაინტერესებს ასევე პაპ ტესტის და კოლპოსკოპიის გაკეთებაც ნებიოსმიერ დროსაა შესძლებელი?ანუუ აქვს მნიშვნელობაა ციკლიდან მერამდენე დღეს გავიკეთებ ამ გამოკვლევებს?წინასწარ მადლობთ
ავტორი: ნანა
პასუხი:
ვირუსების ანალიზის გაკეთება შეგიძლიათ ციკლის ნებისმიერ დროს. ჰორმონობის მხოლოდ და მხოლოდ ციკლის სხვადასხვა დროს,ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი ჰორმონის კვლევა გაქვთ დანიშნული, რაც შეეხება პაპ-ტესტს და კოლპოსკოპიას უმჯობესია გაკეთდეს ციკლის პირველ ფაზაში, რა თქმა უნდა მენსტრუაციის დროს არა. პატივისცემით, გინეკოლოგი: ნ.ბიჭაშვილი

თარიღი: 23-01-2013
ვულვაზე ჰერპესის ან ფურუნკულის დროს რა შეიძლება პირველადი დახმარება რომ გავაკეთოთ სახლში?გმადლობთ
ავტორი: ნათია
პასუხი:
გენიტალური ჰერპესის და ფურუნკულის განვითარების მიზეზი სხვადასხვაა, გენიტალური ჰერპერი გახლავთ ჰერპეს ვირუსით გამოწვეული პათოლოგია, ხოლო ფურუნკული არის სხვადასხვა ბაქტერიებით გამოწვეული პროცესი, ამიტომ მათი მკურნალობის ტაქტიკაც განსხვავებულია. ორივე შემთხვევაში თქვენ უნდა მიმართოთ სპეციალისტს რათა გაგიწიონ კვალიფიციური დახმარება. ფურუნკულს უმეტეს შემთხვევეში ესაჭიროება ქირურგული ჩარევა, ხოლო გენიტალური ჰერპესი ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას. პატივისცემით, გინეკოლოგი: ნ.ბიჭაშვილი

თარიღი: 19-01-2013
ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ,საშოზე გამომივიდა მუწუკი-გარედან,რა შეიძლება იყოს?გამოკვლევები ცოტა ხნის წინ გავიკეთე და სოკო მაქვს მარტო,ჰერპეს ვირუსსაც ვატარებ,რა შეიძლება იყოს?მადლობა
ავტორი: ნათია
პასუხი:
ვულვაზე ნებისმიერი ტიპის გამონაყარი აუცილებლად უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად, ვინაიდან იგი შეიძლება სხვადასხვა გენეზის იყოს, მაგალითად გენიტალური ჰერპესი, კარბუნკული ან ფურუნკული, სიფილისური გუმა და ა.შ. ამიტომ ზეპირად რაიმეს თქმა ძალიან ძნელია. აუცლილებლად მიმართეთ ექიმს. პატივისცემით, გინეკოლოგი: ნ.ბიჭაშვილი

თარიღი: 19-01-2013
უშვილობის გამო ვიტარებ ამ გამოკვლევებს: პაპ ტესტი, კოლპოსკოპია, ჰორმონების-TSH, FT4,პროლაქტინი, LH, FSH, FT და ვირუსები: ჰერპესი, ციტომეგალო, ქლამიდია, ტოქსოპლაზმა და რაც მთავარია პოლეკულის მონიტორინგი. მაინტერესებს ეს ამომწურავიაა? თუ კიდევ რამე დავამატო დამიწერეთ. გამიგია ანალიზები ანტისხეულებზე სისხლში, იმუნოლოგიური და ვირუსები ურეოპლაზმოზი და პაპილომა. დავამატო ეს გამოკვლევები? ამ ყველაფრიდან რაიმე ზედმეტია?
ავტორი: მაია
პასუხი:
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, უნდა ჩიატაროთ აგრეთვე კოაგულოგრამა, ანტისპერმალური ანტისხეულები, აგრეთვე პარტნიორმა უნდა ჩააბაროს სპრემოგრამა, თუმცა ყოველივე ეს გამოკვლევები უნდა შეირჩეს და გაკეთდეს ექიმის გადაწყვეტილებით თქვენი და თქვენი მეუღლის გასინჯვის საფუძველზე. პატივისცემით, გინეკოლოგი: ნ.ბიჭაშვილი

თარიღი: 16-01-2013
მაინტერესებს პრესიდის სანთელზე ყველაფერი,ეგ ვიცი რომ ოვულაციის დღეებში კეთდება მაგრამ,როდის?აქტის წინ თუ მას შემდეგ?და რამდენი დღე უნდა გავიკეთო?როგორც გავიგე ექიმის დანიშნულების გარეშე არ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება და რატომ?რა ზიანი და პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს თუ ჩემით გავიკეთებ და არა გინეკოლოგის დანიშნულებით,აქვს რაიმე უკუეფექტები?ძალიან გთხოვთ ყველაფერზეე მიპასუხეთ ამომწურავად.
ავტორი: ნინო
პასუხი:
პრესიდი ეს არის ვაგინალური ლუბრიკანტი შვილის ყოლის მსურველთა წყვილებისათვის. იგი იწვევს სპერმატოზოიტების გააქტიურებას, უქმნის სპერმატოზოიდებს ოპტიმალურ გარემოს, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების გადაადგილებას, აბალანსებს პჰ დონეს, იგი კეთდება ოვულაციის დღეებში 3 დღის განმავლობაში უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ 15 წუთით ადრე. მას გვერდითი მოვლენები შეიძლება ქონდეს მხოლოდ და მხოლოდ მასში შემავალი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობის გამო. პატივისცემით, გინეკოლოგი: ნ. ბიჭაშვილი

თარიღი: 16-01-2013
გათხოვილი ვარ 1 წელი და 1 თვეა, ორსულად კი არ ვარ. ამ გამოკვლევებისა და ანალიზების ფასები მაინტერესებს თქვენთან და ძალიან გთხოვთ სათითაოდ დაწეროთ ყველას ფასი. ჰორმონები: ფარისებრი, ტესტოსტერონი. თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონალური კვლევა, ანტისხეულების კონტროლი სისხლსა და საშვილოსნოს ყელის ლორწოში, ეგ ბოლო ასევე მეუღლისთვისაც. სპერმოგრამაც. თუ რამე გამომრჩა რაც აუცილებელია მათი ფასებიც დამიწერეთ. მადლობთ.
ავტორი: გვანცა
პასუხი:
ყველა სამედიცინო მომსახურების ფასები გვაქვს საიტზე განთავსებული "ფასებში". გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდით!



video clip
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
ხართ თუ არა დაზღვეული?
კი
არა
მთავარი | ცენტრის შესახებ | ექიმები | ფასები | კონტაქტი CopyRight © 2010 - 2011 Medical Center “Janmrteloba”, All Rights Reserved
Created By Rati Ratiani