ქართული | English | Русский
მარ
01
კონფერენცია საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე...
სამედიცინო ცენტრ "ჯანმრთელობაში" საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე იმსჯელეს....
დეკ
13
ჩვენი ცხელი ხაზი 2 47 06 06!
ჩვენს ცხელ ხაზზე დარეკვით გაქვთ საშუალება მიიღოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია და ჩაეწეროთ ოჯახის ექიმთან კონსულტაციაზე....
სექ
13
გაიხსნა ალერგოლოგიის კაბინეტი...
"სამედიცინო ცენტრი ჯანმრთელობა" გთავაზობთ ალერგოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებას და მკურნალობას......
კითხვა
გამარჯობა, ვარ 3 თვის ორსული და გადავიტანე წითელა ბატონები. ეხოზე ვიყავი ჯერ საშიშროება არ ჩანს, თქვენ რას მირჩევთ?
პასუხი
დასვით თქვენი შეკითხვა >>
* თქვენი სახელი და გვარი

* ელ.ფოსტის მისამართი

* შეკითხვა (მაქსიმიმ 400 სიმბოლო)


გვერდები: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი >  
თარიღი: 16-05-2013
გამარჯობა, ვარ 3 თვის ორსული და გადავიტანე წითელა ბატონები. ეხოზე ვიყავი ჯერ საშიშროება არ ჩანს, თქვენ რას მირჩევთ?
ავტორი: ალვინა მუსიკიანი
პასუხი:
22 კვირაზე ჩაიტარეთ ექოსკოპია თუ თავის ტვინის სტრუქტურა ნორმალურია აღარ იქნება საშიშროება.

თარიღი: 14-05-2013
გამარჯობა,როგორც წინა კითხვაში მოგახსენეთ პირვე ტრიმესტრში გადავიტანე ჩუტყვავილა, გავიკეთე სამმაგი ტესტიც, პასუხები კარგი იყო, თქვენ მირჩიეთ გამეკეთებინა ეხო 22 კვირაზე, 21 კვირაზე მაქვს გაკეთებული ექოსკოპია და ყველაფერი წესრიგში იყო, აღარ მინდა ასე მალმალე დავასხივო ბავშვი და 21 კვირის ეხოს პასუხები არ იქნება საკმარისი? თუ მაინცდამაინც 22 კვირაზე უნდა გაკეთდეს ეხო.
ავტორი: ეკა
პასუხი:
თუ კვლევა შესრულებულია მაღალი აღქმის აპარატურით საკმარისი იქნება ეგ კვლვები და შეგიძლიათ აღარ გაიკეთოთ. დასხივება ექოსკენირებას არ ახლავს.

თარიღი: 14-05-2013
გამარჯობა,ვარ 22 კვირის ორსული,ძალიან მიჭირს თევზის ჭამა,მე მაქვს თვალის პრობლემა,კერძოდ ასტიგმატიზმი და რა თქმა უნდა მსურს რომ ბავშვი ჯანმრთელი თვალებით დაიბადოს,რა შეიძლება მივიღო თევზის ნაცვლად,სხვა რა პროდუქტებს მირჩევთ რომ ბავშვს ჯანმრთელი თვალები ქონდეს.
ავტორი: მარი
პასუხი:
ხიზილალა ან ორსულის ვიტამინი კარგი იქნება პროპრეგნა.

თარიღი: 14-05-2013
გამარჯობა,ვარ 22 23 კვირის ორსული.ძილის წინ ფეხებში მაქვს ხოლმე სიმძიმის შეგრძნება,ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა ზომებს მივმართო,თითქოს ოდნავ შესიებულიც მაქვს
ავტორი: ეკა
პასუხი:
გირჩევთ ჩააბაროთ შარდის ანალიზი და კოაგულოგრამა.

თარიღი: 09-05-2013
გამარჯობა. მქონდა ორსულობის პირველ ტრიმესტრში ჩუტყვავილა. ახლა ვარ 21 კვირის. 15 16 კვირაზე ჩავაბარე სამმაგი ტესტი.პასუხი კარგი იყო.ყველაფერი ნორმაშია.ამის მერე თუ არის კიდევ საშიშროება რომ რამე ცვლილება იყოს?
ავტორი: EKA
პასუხი:
22 კვირაზე ჩაიტარეთ ექოსკოპია თუ თავის ტვინის სტრუქტურა ნორმალურია აღარ იქნება საშიში.

თარიღი: 26-04-2013
გამარჯობა. ვარ შვიდი თვის ფეხმძიმე მეორე დღეა მაქვს ყავისფერი გამონადენი. მაინტერესებს საშიშია თუ არა?
ავტორი: ცინდელიანი დონარა
პასუხი:
ორსულობის დროს ყავისფერი გამონადენი სასურველი არაა ამიტომ უნდა მიმართოთ გინეკოლოგს და დაგითვალიერებთ საშვილოს ყელს სარკეებში.

თარიღი: 25-04-2013
ნაყოფი მომეშალა 3 კვირის.ამ 3 კვირის განმავლობაში 2 კვირა ცისტიტი მქონდა,ხშირი შარდვა, ტკივილი შარდვისას, წვა.ამის გამო ვსვადი ნუშის რძეს, ნიახურის ნახარშს და თირკმლის ჩაის ნაყენს. მაწუხებს გაზების დაგროვება, მუცლის შებერილობა და ამის გამო გვირილის ნახარშიც დავლიე 2 სუფრის კოვზი მხოლოდ ორსულობისას. ეს ყველაფერი მიზანშეწონილი თუ იყო?ე სენი მოშლას გამოიწვევდნენ? და საერთოდ ცისტიტს შეიძლებოდა გამოეწვია მოშლა?
ავტორი: ბაია
პასუხი:
ცისტიტის გამო არა მაგრამ თვითონ ცისტიტი აღმავალი ინფექციაა და უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევები ინფექციებზე. თქვენს მიღებული მედიკამენტები ორსულობის დროს ინიშნება და ნაყოფს არ აზიანებს.

თარიღი: 22-04-2013
ბავშვს გეგმიური აცრა წითელაზე ჩაუტარდა 1 ცლის და 7 თვის უკან,ახლა კიდევ საჭიროა აცრა წითელაზე?
ავტორი: ირმა გოდერძიშვილი
პასუხი:
უმჯობესია თქვენს პედიატრთან შეთანხმებით გაუკეთოთ ბავშვს აცრა. გისურვებთ ჯანმრთელობას!

თარიღი: 14-04-2013
ექოსკოპისტი თამარ ურდულაშვილის მუშაობის გრაფიკი მაინტერესებს
ავტორი: მარიამ ზაქაიძე
პასუხი:
გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს ცხელ ხაზს თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად. გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდით.

თარიღი: 13-04-2013
ნაყოფი მომცილდა სამი კვირის,ერთი კვირა მქონდაა სისხლიანი გამონადენი,და ყოველგვარი ჩარევის გარეშე თავისით ჩამოვიდა ნაყოფი.ვიცი რომ ეგრევე პირველ თვესვე არ არის მიზანშეწონილი დაორსულება მაგრამ ძალიან მაინტერესებს ერთი რამ.სისხლიანი გამონადენი რაც მქონდა ეგ ციკლად არ ითვლება როგორც ვიცი და შემდგომი ციკლის მოსვლამდე,ეს ერთი თვე თუ ხდება ოვულაცია და თუ ორსულდება ქალი?წინასწარ მადლობთ პასუხისთვის
ავტორი: მარი
პასუხი:
სავსებით დასაშვებია, რომ ოვულაცია მომხდარიყო და შესაბამისად ორსულობა დადგეს. თუ ეჭვი გეპარერებათ, ტესტი ჩაიტარეთ.



video clip
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
ხართ თუ არა დაზღვეული?
კი
არა
მთავარი | ცენტრის შესახებ | ექიმები | ფასები | კონტაქტი CopyRight © 2010 - 2011 Medical Center “Janmrteloba”, All Rights Reserved
Created By Rati Ratiani